საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ მინისტრის პრესსპიკერი იქნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ მინისტრის პრესსპიკერი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი პოზიციის შემოღება ხელს შეუწყობს სწრაფი, ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას ადმინისტრაციას, მოქალაქეებსა და მედიას შორის.

„მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებლად პრემიერის აპარატში გაჩნდება პრეს სპიკერის პოზიცია, რომელსაც შეთავსებით დაიკავებს საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი. ეს გახლავთ ახალი პოზიცია და ეს ხელს შეუწყობს სწრაფი, ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას ადმინისტრაციას, მოქალაქეებსა და მედიას შორის”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Visited 194 times, 1 visit(s) today