გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული ორგანო – საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის (ITU) კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში საქართველო 4 ადგილით დაწინაურდა და მე-8 ადგილზეა მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის.
მნიშვნელოვანია, რომ ევროპული ქვეყნების რეიტინგის ჭრილში საქართველო ესტონეთის შემდეგ მეორე-მესამე ადგილებს საფრანგეთთან ინაწილებს (0.819 სარეიტინგო ქულით).
საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა:
· ბელგია
· გერმანია
· ლატვია
· ნორვეგია
· ნიდერლანდები
· ფინეთი
· შვედეთი
· შვეიცარია და სხვა
ინდექსს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული ორგანო – საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU) ადგენს და 2 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს. კვლევის საანგარიშო პერიოდი მოიცავს დროის მონაკვეთს 2015 წლიდან 2017 წლის დასაწყისამდე.
რეიტინგში მე-8 ადგილზე ყოფნა ადასტურებს, რომ კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო აღიარებულია როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული და უსაფრთხო ქვეყანა.