საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. სხდომაზე განხილული იყო საქართველოს მთავრობის „საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიის“ შემდგომი იმპლემენტაციის საკითხი.
სტრატეგია განსაზღვრავს სექტორულ პრიორიტეტებს საექთნო ადამიანური რესურსის განვითარების მიმართულებით უახლოესი 5 წლის განმავლობაში და ამ მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების ჩამონათვალს.

„საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიის“ იმპლემენტაციას კოორდინაციას გაუწევს „საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭო“, რომლის შემადგენლობაშიც შედიან შესაბამისი დარგობრივი პროფესიული ორგანიზაციების, საექთნო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, დარგობრივი ექსპერტები.

„საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭოს“ ფორმატში, ასევე, განხილული იყო სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში, საექთნო საქმიანობასთან დაკავშირებით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შესატანად აუცილებელი საქართველოს კანონპროექტის მომზადების საკითხი. აღნიშნულ კანონპროექტზე სამინისტრო მუშაობას უახლოეს მომავალში დაიწყებს და ის საქართველოს პარლამენტს წარედგინება მიმდინარე წლის ბოლომდე.

Visited 101 times, 1 visit(s) today