სავაჭრო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში შექმნილი სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაფართოებული ფორმატით გაიმართა, რომელსაც ღვინისა და უალკოჰოლო გაზიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა კვლევებზე თურქეთში ღვინისა და ასევე უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტისას არსებული არასატარიფო ბარიერების შესახებ. მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, კვლევებმა გამოკვეთა ის ბარიერები, რასაც ღვინისა და უალკოჰოლო გაზიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიები თურქეთის ბაზარზე აწყდებიან. მისი თქმით, დასკვნამ აჩვენა, რომ ღვინისა და უალკოჰოლო გაზიანი სასმელებისთვის თურქეთის ბაზარი რეალურად დიდი კონკურენციის მატარებელია. ამავე დროს, ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე შეზღუდულია მათი განთავსება და მოხმარება. ქართველ ექსპორტიორებს აღნიშნული კვლევა თურქეთში ექსპორტის განხორციელების დაგეგმვაში დაეხმარება.

Visited 129 times, 1 visit(s) today