საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობაზე მონიტორინგი მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობაზე სარეალიზაციო ბაზარზე კვლევას ახორციელებენ. მონიტორინგის მიზნით ნიმუშების აღება სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტში, მსხვილ ქსელებსა და აგრარულ ბაზრებში მიმდინარეობს.
ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობაზე კვლევის მიზნით, უკვე აღებულია 3⃣0⃣-მდე ნიმუში და გამოკვლეულია აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების ზღვრული ოდენობა დადგენილ მაჩვენებელს არ აღემატება. სულ წლის განმავლობაში დაგეგმილია 70 -მდე ნიმუშის აღება. ნიტრატების შემცველობაზე კვლევა ყოველწლიურად ტარდება. 2017 წლის მონიტორინგის შედეგებით, დარღვევა მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა.

Visited 194 times, 1 visit(s) today