საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრმა პროგრამების პრეზენტაცია გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა „იმუნიზაციის“ სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გამართეს. შეხვერდაზე მუნიციპალიტეტში ვაქცინოპროფილაქტიკის შედეგების, არსებული ხარვეზების, სარეკომენდაციო ღონისძიებებისა და გრიპის ეპიდსეზონის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ნიჟარაძემ პირველადი ჯანდაცვის მედ-პერსონალს სსიპ აჭარის ა.რ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ 2017 წლის განმავლობაში გასახორციელებლი პროგრამები და აქტივობები გააცნო. აღნიშნა, რომ ცენტრის ნაერთი ბიუჯეტი 2017 წლისათვის შეადგენს 1 247 100 ლარს, მათ შორის ქვეპროგრამა ,,დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკა“ ბიუჯეტით 658 590 ლარს და მოიცავს 5 ღონისძიებას: ღონისძიება– მოსახლეობის ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში – 213 980 ლარი; ღონისძიება– c ჰეპატიტით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკა – 250 000; ღონისძიება– ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში (სამიზნე ჯგუფი) – 130 000 ლარი; ღონისძიება– კიბოსა და კიბოსწინა დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობაში – 57 200 ლარი; ღონისძიება– სმენის სკრინიგი ახალშობილებში – 6 210 ლარი. ჯამურად 2016 წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებით ისარგებლა 48 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა. პროგრამების პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე და გამგებლის მოადგილე ზვიად დიასამიძეც ესწრებოდნენ.

Visited 165 times, 1 visit(s) today