საირმეში ტურიზმის სკოლა გაიხსნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ტურიზმის სფეროს განვითარების მიზნით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან და შვეიცარულ მასპინძლობის სკოლა SHL-თან ერთად საირმეში ტურიზმის სკოლა გაიხსნება. აკადემია, რომელიც რეგიონული ჰაბის როლს შეასრულებს, წელიწადში 200 ახალგაზრდას მოამზადებს, რომლებიც ავტომატურად დასაქმდებიან. ლექტორების მომზადების პროგრამებს საერთაშორისო პარტნიორები უზრუნველყოფენ.
2018 წლის ნოემბერს, მადრიდში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს ტურიზმის მიმართულებით ისეთი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, როგორებიცაა საერთაშორისო მასშტაბის საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური ფორუმების ჩატარება და ონლაინ აკადემიის პლატფორმის შექმნა.

Visited 80 times, 1 visit(s) today