საკმაოდ რთული არჩევნები გველოდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საკმაოდ რთული არჩევნები გველოდება , – ამის შესახებჰუ ზურაბ ტყემალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, გაზრდილია კონკურენცია.

”ბევრმა მოინდომა არჩევნებში მონაწილეობა. ეს რა თქმა უნდა, მათი ლეგიტიმური უფლებაა. ნიშნები, რომ პროვოკაცია იქნება კორცხელის მაგალითმა დაგვანახა. ის რომ ზოგიერთს შეიძლება ნერვებმა უმტყუნოს, ესეც სახეზე გვაქვს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს. ეს მათი პირადი პასუხისმგებლობის საკითხია”, – განაცხადა ტყემალაძემ.

დეპუტატს ჟურნალისტებმა ”ქართული ოცნების” ახალი სახეების შეფასებაც სთხოვეს.

”თამარ ჩუგოშვილს გულისხმობთ ახალ სახედ? თამარ ჩუგოშვილი პოლიტიკაში დიდი ხანია ჩართულია. არასამთავრობო ორგანიზაციაში იყო, მაგრამ კარგად იცით, რომ არასამთავრობოები ძალიან ხშირად, პოლიტიკოსებზე უფრო მეტად პოლიტიკოსები არიან და პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებენ. ჩემთვის უცხო სახე იქ არავინ ყოფილა”, – განაცხადა ტყემალაძემ.

Visited 158 times, 1 visit(s) today