საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა Starring Georgia-ს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ორი გრანდიოზული მეგაშოუ გაიმართა საქართველოში, მადლობა Starring Georgia-ს მთელ შემადგენლობას

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა Starring Georgia-ს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ორი გრანდიოზული მეგაშოუ გაიმართა საქართველოში, მადლობა Starring Georgia-ს მთელ შემადგენლობას და ყველას, ყველას, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ მნიშვნელოვანი მეგაშოუების ორგანიზებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა 2024 წელსაც აპირებს მნიშვნელოვანი, დიდი სიურპრიზების ორგანიზებას საქართველოში.

„იცით, რომ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა Starring Georgia-ს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ორი გრანდიოზული მეგაშოუ გაიმართა საქართველოში. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, და არა მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქე, დაესწრო ამ კონცერტებს და ძალიან მოეწონათ, კმაყოფილები იყვნენ. ჩვენ გაისად, 2024-შიც, ვაპირებთ ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი სიურპრიზების ორგანიზებას საქართველოში. ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობა Starring Georgia-ს მთელ შემადგენლობას და ყველას, ყველას, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ მნიშვნელოვანი მეგაშოუების ორგანიზებაში “, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Visited 11 times, 1 visit(s) today