საკონსტიტუციო უმრავლესობა ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„საკონსტიტუციო უმრავლესობა ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ჩვენ გვესმის, რომ ადამიანები გვენდნენ, იმისთვის, რომ მათი პრობლემები გადავჭრათ. ჩვენი ის პროგრამული დანაპირები რაც განვაცხადეთ უნდა შევასრულოთ და ქვეყნის სწრაფი განვითარება, სამუშაო ადგილები, ეკონომიკური ზრდა ვუზრუნველყოთ. თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, რომ ქვეყანაში მისთვის სასიკეთო რეფორმები ხორციელდება. ჩვენ თანმიმდევრულად განვახორციელებთ ამ რეფორმებს. იგივე კონსტიტუციასთან დაკავშირებით, რაც ითქვა უკვე, აუცილებლად შეიქმნება კომისია, რომელიც საზოგადოების ფართო ჩართულობით იმუშავებს. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ეს არ იქნება ერთი პარტიის მიერ შეცვლილი კონსტიტუცია, არ იქნება ერთი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, არამედ ეს იქნება ჩვენი საზოგადოების თანამონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ქვეყნის ძირითად კანონს გააუმჯობესებს და იმ ხარვეზებს გამოასწორებს, რომელიც არის ქვეყნის კონსტიტუციაში. რთული იყო პარლამენტში ხმების 3/4-ის მოპოვება, მაგრამ ეს ძალიან დიდი შრომისა და ბრძოლის შედეგია. ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უკეთესობისკენ წაიყვანს ჩვენ ქვეყანას”-განაცხადა მანანა კობახიძემ.

Visited 131 times, 1 visit(s) today