საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის საყოველთაო – სახალხო განხილვა იმერეთის რეგიონში გრძელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის საყოველთაო – სახალხო განხილვა იმერეთის რეგიონში გრძელდება. საორგანიზაციო კომისიის წევრებმა ქვეყნის მთავარი დოკუმენტის რეფორმირების შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია ამჯერად ზესტაფონში მიაწოდეს.
საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის საყოველთაო – სახალხო განხილვას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: იოსებ ხახალეიშვილი, გიორგი ჭიღვარია და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. ქვეყნის მთავარ კანონზე მსჯელობა ხვალ სამტრედიაში გაგრძელდება.

Visited 130 times, 1 visit(s) today