საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდება, თუ ის სხდომების ნახევარზე მეტს გააცდენს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„შემოთავაზებულია კონკრეტული კონსტიტუციური ინიციატივა, რომელიც ასახულია პროექტში, რომლის თანახმადაც, თუ დეპუტატი სესიის მიმდინარეობისას გააცდენს სხდომების ნახევარზე მეტს, მას შეუწყდება პარლამენტის გადაწყვეტილებით უფლებამოსილება“,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დეპუტატების მიერ პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი ჩანაწერის გამკაცრება იგეგმება რეგლამენტის დონეზეც.
„არა მარტო რეგლამენტის დონეზე, შემოთავაზებულია კონკრეტული კონსტიტუციური ინიციატივა, რომელიც ასახულია პროექტში, რომლის თანახმადაც, თუ დეპუტატი სესიის მიმდინარეობისას გააცდენს სხდომების ნახევარზე მეტს, მას შეუწყდება პარლამენტის გადაწყვეტილებით უფლებამოსილება. ანუ, როგორც რეგლამენტის, ასევე, კონსტიტუციის დონეზე იგეგმება ამ ჩანაწერის გამკაცრება, შესაბამისად, კონკრეტული სანქცია იქნება ამოქმედებული სხდომაზე არ დასწრებისთვის თუ ამან რეგულარული სახე მიიღო. სანქციების ამოქმედება არის პირადად ჩემი პრეროგატივა, ჯერჯერობით ვცდილობთ, ლოიალური მიდგომით მივაღწიოთ შედეგს, თუ ეს არ გამოიღებს თავის შედეგებს, შემდეგ გადავალთ შედარებით ნაკლებად ლოიალურ მიდგომაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Visited 109 times, 1 visit(s) today