საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის, ქალაქ ზუგდიდისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს 2015-2017 წლების სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. რომელსაც გუბერნატორი ლევან შონია უძღვებოდა, შეხვედრას რეგიონის მერები, გამგებლებიი, საკრებულოს თავმჯდომარეები, მათი მოადგილეები, სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურების უფროსები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ორი საკითხი: 1) 2015-2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის კორექტირება – ცვლილება, ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების სრულყოფილად ასახვა და 2) 2015-2016-2017 წლების სამოქემდო გეგმის კორექტირება – ცვლილება, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გათვალისწინებული პროექტების ნუსხაში ცვლილებების ასახვა – განიხილეს.

დღევანდელ შეხვედრაზე გუბერნატორმა ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზეც მიიღო.

Visited 162 times, 1 visit(s) today