საკრებულომ მერიის სამსახურების დებულებები დაამტკიცა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერიის სამსახურების დებულებები დაამტკიცა. კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით და სტრუქტურის ეფექტური მართვის მიზნით, ცვლილება განხორციელდა ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში, რომლის მიხედვით საფინანსო სამსახურს გამოეყო შესყიდვების განყოფილება. ახალი დებულების გათვალისწინებით, შესყიდვების განყოფილება გადაინაცვლებს ადმინისტრაციული სამსახურის დაქვემდებარებაში. ადმინისტრაციულ სამსახურთან, ახალი სტრუქტურის მიხედვით, ჩამოყალიბდება საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება. საფინანსო სამსახურს, კი ახალი დებულების მიხედვით დაემატება ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება. ცვლილებაა შიდა აუდიტისა და მონიტორინგის, ასევე არქიტექტურის, მშენებლობისა და ზესამხედველობის სამსახურების დებულებებში. ზედამხედველობის სამსახურს ახალი დებულების მიხედვით ორი, ხოლო მონიტორინგის სამსახურს ერთი შტატი დაემატება.

Visited 185 times, 2 visit(s) today