საკრებულომ 2017 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა გაზარდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საკრებულოს გადაწყვეტილებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 678, 6 ათასი ლარი სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გადანაწილდება. მათ შორისაა ადმინისტრაციული ერთეულებისთვის გზის მოსაწყობად სასაქონლო ბეტონის შეძენა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, საყრდენი კედლებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მინი მოედნის რეაბილიტაცია, სოფელ ზორვეთში არსებული საბავშვო ბაღის კაპიტალური შეკეთება და ა. შ. დღის წესრიგის მიხედვით დეპუტატებმა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწყერიციხე – ლახუნდარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას დაუჭირეს მხარი.

Visited 155 times, 1 visit(s) today