საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცეს

18/11/2017

თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა.
სხდომაზე ვიცე – მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალაქოს სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების ახალი შემადგენლობა წარმოუდგინა.
დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მერის მოადგილეებს: მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და გიგა ნიკოლეიშვილს, ასევე დედაქალაქის მთავრობას შემდეგი შემადგენლობით დაუჭირეს მხარი:
თბილისის მერიის ადმინისტრაცია – ვლადიმერ ჭიღლაძე;
იურიდიული საქალაქო სამსახური – სერგო ბირკაძე;
საფინანსო საქალაქო სამსახური – გაიოზ თალაკვაძე;
ზედამხედველობის საქალაქო სამსახური – გიორგი ბაგრატიონი;
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური – გელა ჩივიაშვილი;
კულტურის საქალაქო სამსახური – სოფიო ხუნწარია;
განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური – ირაკლი გვილავა;
ტრანსპორტის საქალაქო სამსახური – მამუკა მუმლაძე;
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური – გიგა გიგაშვილი;
შესყიდვების საქალაქო სამსახური – გიორგი პაპავა;
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური – გივი კუბლაშვილი;
უსაფრთხოების საქალაქო სამსახური – ნიკოლოზ ჭონქაძე;
ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური – ანდრია ბასილაია.
დღესვე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა თბილისის რაიონული გამგეობების ხელმძღვანელების დამტკიცებაზეც იმსჯელეს და ყველა წარმოდგენილი კანდიდატურა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
თბილისის 10 რაიონის გამგებლიდან თანამდებობა ხუთმა შეინარჩუნა.
საბურთალო – გაიოზ ვასაძე;
ვაკე – ნოდარ ტურძელაძე;
ჩუღურეთი – ზურაბ ჩიკვილაძე;
დიდუბე – ირმა ზავრადაშვილი;
ნაძალადევი – ირაკლი ხელაძე;
გლდანი – ბექა მიქაუტაძე;
კრწანისი – ლევან ჯაფარიძე;
მთაწმინდა – დავით კირკიტაძე;
ისანი- კახა ლაბუჩიძე;
სამგორი – დავით კერესელიძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0