საკრებულოს ფრაქციის ,,რესპუბლიკელები“ წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,რესპუბლიკელები“ წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და ჟურნალისტებს დედაქალაქის მერისთვის წარსადგენი წერილი გააცნეს.
ფრაქციის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განმარტებით, ,,რესპუბლიკელები“ დავით ნარმანიას 11 აპრილისთვის საკრებულოს წინაშე წარსადგენი ყოველწლიური ანგარიშის მომზადებისას რამდენიმე საკითხზე კონკრეტული პასუხის გაცემას სთხოვენ.
დეპუტატმა რამდენიმე თემა წარმოადგინა, მათ შორის, 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული რამდენიმე პირისთვის სტატუსის მინიჭება, ბავშთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქლაქეების პრობლემების მოგვარება და გარე მოვაჭრეების საქმიანობის აკრძალვა.
როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, შეკითხვები ასევე თბილისის განვითარების გენერალურ გეგმას, ზონალურ ცვლილებებსა და დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობებსაც შეეხება.
,,იმედი გვაქვს, ყველა საკითხი თქვენს ყოველწლიურ ანგარიშში აისახება, სადაც როგორც თქვენს კონკრეტულ შეფასებას, ასევე მერიის მიერ თქვენი ხელმძღვანელობით გატარებული პოლიტიკის ანალიზსა და არჩევნებამდე გასატარებელი ღონისძიებების ჩამონათვალსაც წარმოადგენთ“, – ნათქვამია ფრაქციის მიერ წარმოდგენილ წერილში.
დედაქალაქის მერი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე წლიური ანგარიშით 11 აპრილს წარსდგება.

Visited 118 times, 1 visit(s) today