საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი უძღვებოდა. კომისიის სხდომას თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც კომისიის წევრებს განსახილვევლად ექვსი პროექტი წარუდგინეს. კერძოდ, სხდომაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელს.
გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხებიდან დეპუტატებმა ნაწილს დადებითი რეკომენდაცია მისცეს, ნაწილის განხილვა კი დამატებითი შესაწვლის მიზნით, უახლოეს მომავალში დაიგეგმა.

Visited 125 times, 1 visit(s) today