თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი ხელმძღვანელობდა.
მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელმა დეპუტატებს რამდენიმე საკითხი წარუდგინა, რომლებიც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილებაში“ ცვლილებების შეტანას გულისხმობდა. დეტალური განხილვის შემდეგ, კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, საკითხების ნაწილს დადებითი რეკომენდაცია მიეცა, ნაწილი კი დამატებითი შესწავლის მიზნით კომისიის უახლოეს სხდომამდე გადაიდო.
Visited 123 times, 1 visit(s) today