საკრებულოში გასული წლის სარბოლო სეზონის გამარჯვებული ავტომრბოლელები დააჯილდოვეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის საკრებულომ “საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ 2018 წლის გალა დაჯილდოებას უმასპინძლა. ღონისძიებაზე გასული წლის სარბოლო სეზონის გამარჯვებული ავტომრბოლელები დააჯილდოვეს. ცერემონიაზე საკრებულოს თავმდჯომარემ, გიორგი ტყემალაძემ სტუმრებს სიტყვით მიმართა და წარმატებულ ავტომრბოლელებს გასული წლის მიღწევები მიულოცა. მისი თქმით, საკრებულო საავტომობილო სპორტის ფედერაციასთან, რომლის პრეზიდენტიც საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძეა, მჭიდროდ თანამშრომლობს და ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ აღნიშნული სპორტის მხარდაჭერაა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს თბილისის საკრებულოში ასეთ შესანიშნავ ღონისძიებას ვმასპინძლობთ. საავტომობილო სპორტის ფედერაციასთან ჩვენ არაერთი მიმართულებით ვმუშაობთ და ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ აღნიშნული სპორტის მხარდაჭერაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ინიციატივასაც, რომელიც ფედერაციამ მერიას შესთავაზა და რომელიც თბილისში მორიგი ავტორბოლის ჩატარებას ეხება“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით თბილისის საკრებულოს წევრმა და საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემაც მიმართა. მან ავტომრბოლელებს წარმატებები უსურვა და დედაქალაქის საკრებულოსა და ფედერაციას დღევანდელი ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა.

“მე მინდა, თითოეულ თქვენგანს გისურვოთ არა მხოლოდ რბოლაში, არამედ ცხოვრებაშიც არაერთი წარმატებული სტარტი და ფინიში ნახოთ. მინდა, ჩემს ორ ოჯახს – დედაქალაქის საკრებულოსა და ავტორბოლის ფედერაციას დღევანდელი ღონისძიებისთვის მადლობა გადავუხადო “ – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

“საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის“ 2018 წლის გალა დაჯილდოებას თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

Visited 61 times, 1 visit(s) today