საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე ხელმძღვანელობდა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე, კერძოდ, საკრებულოს ყოფილი წევრების – რატი იონათამიშვილისა და ირაკლი აბესაძის ნაცვლად ბესიკ ქარცივაძისა და დავით ავალიანის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე იმსჯელეს. თევდორე კობახიძის განცხადებით, კომისიის სხდომაზე განხილული ორივე საკითხი დეპუტატებს დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე წარედგინებათ.

Visited 101 times, 1 visit(s) today