ირაკლი ღარიბაშვილმა, ღვინის დღეების ფარგლებში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა

09/10/2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, ფესტივალის – “ღვინის დღეები საქართველოში” ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რთველში უმასპინძლა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები წინანდალს ეწვივნენ. ელჩებმა წინანდლის ისტორიულ ვენახში ყურძენი დაკრიფეს და კულინარიულ მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოელ დიპლომატებს საქართველოში რთვლის ტრადიცია გააცნო და საქართველოსთვის მევენახეობისა და მეღვინეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0