საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე უძღვებოდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები დეპუტატებს
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ წარმოუდგინა.
კომისიის წევრებმა სხდომაზე „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 24 ოქტომბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი Nე-56-9-872 ოქმით გათვალისწინებული პირობის გაუქმების თაობაზე“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი განიხილეს.
დღესვე კომისიის წევრებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით პრივატიზების საკითხებზე იმსჯელეს და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება დადებითად შეაფასეს.

Visited 119 times, 1 visit(s) today