საკრებულოში სამისამართო აბრების დამონტაჟების საკითხზე იმსჯელეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საკრებულოში სამისამართო აბრების დამონტაჟების საკითხზე იმსჯელეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე უძღვებოდა. კომისიის წევრებმა სამისამართო აბრების დამონტაჟების თაობაზე იმსჯელეს და საკითხთან დაკავშირებით არსებული შენიშვნები და წინადადებები განიხილეს. ლია ჯახველაძის განცხადებით, მსგავსი სამუშაო შეხვედრები, რომელზეც დეპუტატები უკვე დამონტაჟებული აბრებისა და შესრულებული ვალდებულებების შესახებ იმსჯელებენ, კვლავაც გაგრძელდება. სხდომას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, კომისიის წევრებთან ერთად მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი მალანია და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Visited 158 times, 1 visit(s) today