საკრებულოში უცხოელ ინვესტორებთან შეხვედრა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე უცხოელ ინვესტორებს დედაქალაქის საკრებულოში შეხვდნენ.
შეხვედრა თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში საქართველოს პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის ლაშა ჟვანიას ინიციატივით შედგა, სადაც კომპანია “BCD GROUP”- ის წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარეს და მის პირველ მოადგილეს მათ მიერ განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქში ინვესტიციების მოზიდვიდსა და ახალი ეკონომიკური პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკრებულო მსგავსი პროექტების განხორციელებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყოველთვის დაუჭერს მხარს.

Visited 98 times, 1 visit(s) today