სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ: ნახიდურის, ხიდისყურის,მუხრანა-ბალახაურის და მწყნეთის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ: ნახიდურის, ხიდისყურის,მუხრანა-ბალახაურის და მწყნეთის მოსახლეობასთან. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი მეშველიანმა და ორგანიზაციის წევრებმა, ადგილობრივებთან შეხვედრებზე სოფლებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
გოგი მეშველიანმა, მოსახლეობას დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განვლილი გზა და მისი სამომავლო გეგმები გააცნო.

Visited 154 times, 1 visit(s) today