სალომე ზურაბიშვილი სოფელ რუხის საგუშაგოზე იმყოფებოდა.

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულთან სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში – ალექსანდრე მოწერელიასთან და მის მოადგილეებთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ რუხის საგუშაგოზე იმყოფებოდა. პრეზიდენტი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა, შობა-ახალი წელი მიულოცა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. დღესვე, სალომე ზურაბიშვილი ენგურის ხიდის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობასაც გაესაუბრა და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

Visited 159 times, 1 visit(s) today