სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი მიიღო

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი დაზვერვის საკითხებში დავით სუჯაშვილი მიიღო. დავით სუჯაშვილმა პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა იმ რეფორმების შესახებ, რომელიც სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებს უკავშირდება. პრეზიდენტმა დავით სუჯაშვილს მიმდინარე რეფორმების პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, უსაფრთხოების მიმართულებით რეგიონში შექმნილ ვითარებასა და საგარეო გამოწვევებს.

Visited 256 times, 1 visit(s) today