სალომე ზურაბიშვილმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. პარლამენტთან მდებარე მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან ერთად მივიდა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 30 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა არმიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, მიმდინარე მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია. შედეგად 21 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ასობით ადამიანი დაშავდა და გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წელს კი, 9 აპრილი “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ” გამოცხადდა.

Visited 118 times, 1 visit(s) today