სამართალდამცველებმა დიდი რაოდენობიტ ნარკოტიკი ამოიღეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული მანუჩარ ა. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 91 აბი, 7 აბი „მეტადონი“ და 0,0359 გრ. ჰეროინი ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მანუჩარ ა.-ს ოპიუმის და მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით).

Visited 181 times, 1 visit(s) today