სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ლევან შონიას ინიციატივით ვეტერანებისთვის სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს. ვეტარანებს და მათი ოჯახის წევრებს უახლესი აპარატურით, სხვადასხვა სახის გამოკვლეევბს ჩაფიძის ცენტრის ექიმები უტარებენ. გამოკვლევები უკვე გაიარა 200-მდე ვეტერანმა, საჭიროების შემთხვევაში მათ მედიკამენტებიც უფასოდ ურიგდებათ. სამედიცინო აქცია რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება. უახლოეს მომავალში კი სამეგრელოში, ვეტერანებისთვის უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდება.
Visited 184 times, 1 visit(s) today