სამეგრელოში 5 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელოში ხუთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. აქედან 2 საბავშვო ბაღის აშენება ზუგდიდში, ორის სენაკში და ერთის ფოთში იგეგმება. ახალი საბავშვო ბაღების პროექტების განხორციელება დევნილთა ჩასახლებებში მოხდება.
დაგეგმილი პროექტები დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორტორ ლევან შონიასა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს ვინსენტ დონტონს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
პროექტს დანიის ლტოლვილთა საბჭო, გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღების მშენებლობასთან ერთად განხორციელდება სხვადასხვა პროექტები. როგორც შეხვედრაზე ვინსენტ დონტონმა აღნიშნა, სამეგრელოში 100-მეტ დევნილ ოჯახს საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში აუშენდება ახალი საცხოვრებელი სახლი.
ლევან შონიამ, ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმოადგენლებს რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების გამო მადლობა გადაუხადა და საბჭოს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს, დევილთა ჩასახლებებში არსებულ საჭიროებებზე ესაუბრა.

Visited 184 times, 1 visit(s) today