სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ეროვნული გმირის – ჟიული შარტავას მონუმენტი გვირგვინით შეამკო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთს გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ, გუბერნატორის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნული გმირის – ჟიული შარტავას მონუმენტი გვირგვინით შეამკო და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„სოხუმის დაცემის დღე ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და მტკივნეული დღეა საქართველოსთვის. დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ ომში დაღუპულთა ხსოვნას. აფხაზეთი ერის ტკივილია,“ – განაცხადა მხარის გუბერნატორმა.
დღესვე, ალექსანდრე მოწერელია, სენაკის თვითმმართველობისა და რესურს-ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ჟიული შარტავას სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებასაც დაესწრო. აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე – სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს. ასევე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წარმომადგენლებმა სახლ-მუზეუმში შეკრებილი აუდიტორიისთვის მცირე ღონისძიებაც გამართეს.
„დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხითაც, რომ სოხუმის დაცემის დღესა და ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას შესახებ საუბრობდნენ ახალგაზრდები – სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც აფხაზეთი მხოლოდ გადმოცემით ახსოვთ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ აფხაზეთი მომავალი თაობის მეხსიერებიდან არასდროს წაიშალოს,“ – აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

Visited 139 times, 1 visit(s) today