სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, საქართველოს ეროვნული გმირების და საზოგადო მოღვაწეების ძეგლები გვირგვინებით შეამკო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალადარჩეულ მერთან და ზუგდიდის მაჟორიტართან ერთად საქართველოს ეროვნული გმირების და საზოგადო მოღვაწეების ძეგლები გვირგვინებით შეამკო.
დღეს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში სხავადასხვა ღონისძიებები გაიმართება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ქალაქ ზუგდიდში მასპინძლობს. ზუგდიდში, ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე, 11 საათიდან მიმდინარეობს.
26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აერთიანებს. სწორედ ამიტომ, ამ დღის სლოგანია „ეს დღე ჩვენია“.

Visited 125 times, 1 visit(s) today