სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით 29 დევნილსა და ეკომიგრანტს გრანტი გადაეცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დევნილები და ეკომიგრანტები, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდნენ. საქმიანობის გაფართოებისა თუ წამოწყებისთვის საჭირო ტექნიკა, დანადგარები და ინვენტარი იძულებით გადაადგილებულმა პირებმა თავად შეარჩიეს. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს.
პროგრამა სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის – „მოწყვლადი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში (EPIC)“ ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.

Visited 46 times, 1 visit(s) today