საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრობის კანდიდატები ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრებს შეხვდნენ, რის შემდეგაც მოსმენა საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრობის კანდიდატმა გიგლა აგულაშვილმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა. გიორგი კვირიკაშვილის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამისა და მთავრობის შემადგენლობის განხილვა გუშინ პარლამენტის კომიტეტებში გაიმართა. 26 ნოემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას დეპუტატებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი გააცნობს. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი კი პლენარულ სხდომაზე 26 ნოემბერს გაიმართება.