სამინისტროში დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უძღვებოდნენ.
შეხვედრაში კომისიის წევრებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ. სხდომაზე განიხილეს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებისთვის ზამთრის სეზონზე გათბობით უზრუნველყოფის ღონისძიებები და აღნიშნულ სოფლებში მცხოვრები სტუდენტების უმაღლესი განათლების დაფინანსების საკითხები. ასევე, შეაჯამეს აღნიშნული სოფლების მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობა და შედეგები. კომისიის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან პროგრამა კვლავ გაგრძელდება.

Visited 153 times, 1 visit(s) today