სამომხმარებლო პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობის უსაფრთხოების მოთხოვნები არ არის ქვეყანაში დადგენილი

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ წარმოდგენილი 1001 მოქალაქის ხელმოწერილი სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის შესახებ პეტიცია განიხილეს. კომიტეტის წევრებს პრობლემის არსი და პეტიციაზე ხელმომწერთა თხოვნა გააცნო სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორმა ვახტანგ კობალაძემ. მომხსენებლის განმარტებით, პრობლემა ისაა, რომ სამომხმარებლო პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობის უსაფრთხოების მოთხოვნები არ არის ქვეყანაში დადგენილი, და, შესაბამისად, არ ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი, როგორც ეს არის ევროკავშირსა თუ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. კომიტეტის წევრებმა სხდომაზე ასევე განიხილეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი. საკითხის წარდგენისას, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ განაცხადა, რომ კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, 2019 წლის მარტი-ივნისის პერიოდში შეისწავლა და გააანალიზა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონის აღსრულების მდგომარეობა ამ კანონში 2017 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული ცვლილებების შემდეგ და შეიმუშავა შესაბამისი ანგარიში მისი აღსრულების მდგომარეობის შესახებ. როგორც ვლადიმერ კახაძემ აღნიშნა, შესაბამისად, კომიტეტის მიერ შესწავლილი და გაანალიზებული იქნა აღნიშნული კანონის მოქმედების პერიოდში გამოვლენილი ხარვეზები და დაისახა მათ აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებები. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კანონის აღსრულება ფაქტობრივად წარმატებით მიმდინარეობს და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, გარკვეული სახის პრობლემებიც გამოვლინდა, რომელთა დროული გადაწყვეტა მთავრობასთან ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო მეტად წაადგება კანონის აღსრულების პროცესს. კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი განსახილველ საკითხს, რომელიც პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

Visited 64 times, 1 visit(s) today