სამსახურიდან დათხოვნილი 400 თანამშრომელი დღეს თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო საინჟინრო ბაზასთან შეიკრიბა. მათ ბაზის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის გამოც თანამშრომლები უმუშევრები დარჩნენ.
აქციის მონაწილეების თქმით, კონტრაქტების შეწყვეტის შესახებ მათთვის არავის უცნობებია და ისინი განმარტებებს მოითხოვენ.
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი 400 თანამშრომელი საპროტესტო აქციებით იმუქრება. სამინისტროში კი ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.