სამსახურიდან დათხოვნილი 400 თანამშრომელი დღეს თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო საინჟინრო ბაზასთან შეიკრიბა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამსახურიდან დათხოვნილი 400 თანამშრომელი დღეს თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო საინჟინრო ბაზასთან შეიკრიბა. მათ ბაზის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის გამოც თანამშრომლები უმუშევრები დარჩნენ.

აქციის მონაწილეების თქმით, კონტრაქტების შეწყვეტის შესახებ მათთვის არავის უცნობებია და ისინი განმარტებებს მოითხოვენ.

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი 400 თანამშრომელი საპროტესტო აქციებით იმუქრება. სამინისტროში კი ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

Visited 201 times, 1 visit(s) today