სამტრედიაში ,,ნიკოობა” აღინიშნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში ტრადიციული სახალხო დღესასწული “ნიკოობა” მასშტაბურად აღინიშნა. წელს დღესასწაული ქართველი პუბლიცისტის, კრიტიკოსის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის მუზეუმის დაარსებიდან 70 და გახსნის 65 წლისთავს ეძღვნება. “ნიკოობის” ფარგლებში მუზუმის რესტავრირებული მემორიალური კომპლექსის პრეზენტაცია გაიმართა, სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა, ასევე, წარმოდგენილი იყო: ლიტერატურული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გრიგოლ მიქელაძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ნიკოობა დიდ ჯიხაიშში 1972 წლიდან აღინიშნება.

Visited 236 times, 1 visit(s) today