სამტრედიელ 99 წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერები გადაეცათ

იმერეთის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით პორტაბელური კომპიუტერი 99 სხვადასხვა საჯარო სკოლის წარმატებულმა მოსწავლეებმა მიიღო, რომლებმაც სწავლა ცხრა კლასის ჩათვლით,10 ბალიანი სისტემის მიხედვით წარჩინებით დაასრულეს. აღსანიშნავია, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტში წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველაზე მეტი პორტაბელური კომპიუტერი მე-3 საჯარო სკოლის 16 მოსწავლემ მიიღო. იმერეთის რეგიონში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოებას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია,ადგილობრივი ხელისუფლების, იმერეთის გუბერნიის და სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო და წარმატებულ მოსწავლეებს პირადად გადასცა პორტაბელური კომპიუტერები. ↪დაჯილდოების შემდეგ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ მოსწავლეებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო და თითოეულს სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

Visited 156 times, 1 visit(s) today