სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროფესიული პროგრამების რაოდენობა იზრდება

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული პროფესიული პროგრამების რაოდენობა იზრდება.
სოფლის მეურნეობის მიმართულების გარდა, დუალური პროგრამების განხორციელება იწყება ტურიზმისა და სამშენებლო სფეროს მიმართულებით. პროცესში ჩართულია 35-მდე კერძო კომპანია.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის, საგრანტო პროექტის “პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” ფარგლებში, 40-ზე მეტი ახალი საგანმანათლებლო პროგრამა, კერძო სექტორთან პარტნიორობითა და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით იქმნება.
მიმდინარე, საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია გამოცხადდა 19 ახალ და/ან განახლებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

Visited 100 times, 1 visit(s) today