სამუშაო შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების სტრატეგიული გეგმა და რეგიონული მნიშვნელობის პროექტების მიმდინარეობა განიხილეს გაფართოებულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარემ ერთობლივად იმსჯელეს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კიდევ უფრო დაჩქარების მექანიზმებზე.

დაისახა გზები, ცენტრალური ავტომაგისტრალისა და მთიან რეგიონებთან დამაკავშირებელი გზების დროის უფრო შეზღუდულ მონაკვეთში განვითარებისთვის.

პრემიერმა ასევე მოისმინა ინფორმაცია რეგიონების წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე პროექტების შესახებ. დეტალური პრეზენტაცია სამუშაო შეხვედრაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა მსგავს ფორმატში შეხვედრა რამდენიმე მიმართულებით გამართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა უკვე იმსჯელეს იმ პროექტების შესახებ, რომლებსაც განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სამინისტროები ახორციელებენ.

Visited 118 times, 1 visit(s) today