სამუშაო შეხვედრა ”სასკოლო სპორტული ოლიმპიადის” თემაზე

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა“ დაიწყო. აღნიშნულ საკითხზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც რეგიონული თამაშების განრიგზე და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

ოლიმპიადის პროგრამის ფარგლებში, სპორტული შეჯიბრებები საჯარო სკოლებს შორის მარტიდან აპრილის ჩათვლით სპორტის სხავადასხვა სახეობაში გაიმართება.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გუბერნატორის აპარატის უფროსი, ლაშა გვასალია, ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პროგრამული მიმართულებების დირექტორი, კონსტანტინე ამირეჯიბი, ფედერაციის რეგიონებთან ურთიერთობის კოორდინატორი, მეგი გიგაური, ასევე სპორტის სამსახურების და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას“, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია ატარებს.

Visited 145 times, 1 visit(s) today