სამუშაო შეხვედრა სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სასკოლო ოლიმპიადის პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე 2017 წელს გასამართი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მოსამზადებელი და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
შეხვედრას, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის, ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის და რეგიონში შემავალი მუნიციპალლიტეტების სპორტის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს მასშტაბით, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცის ორგანიზებით ტარდება.

Visited 158 times, 1 visit(s) today