სამუშაო შეხვედრა KFW ბანკის პროექტის წარმომადგენლებთან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მენეჯერს კრისტიან შაუბს და უფროს ინჟინერს თომას ვულფს შეხვდა. სტუმრებმა რეგიონის ხელმძღვანელს მათ მიერ რეგიონსი მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. 2006 წლიდან გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით რეგიონში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მათ შორის: აჭარის სადაბო და სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გაუმჯობესება, ქ. ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და მრავალსართულიანი სახლების ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტი.

Visited 164 times, 1 visit(s) today