სამცხე–ჯავახეთისა და კონკრეტულად ბორჯომის განვითარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ბორჯომში უმაღლესი კლასის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Crowne Plaza Borjomi გახსნაზე ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ბორჯომი არის ტრადიციულად დასვენების ადგილი არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც.

“ეს არის კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო, რომელიც შეემატა საქართველოს ტურისტულ აქტივებს. სამცხე–ჯავახეთისა და კონკრეტულად ბორჯომის განვითარება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბორჯომი არის ტრადიციულად დასვენების ადგილი არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისთვის, არამედ საერთაშორისო ტურისტებისთვისაც. ამდენად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ბორჯომში გაიხსნა სასტუმრო საერთაშორისო ბრენდის ქვეშ, რაც ბორჯომს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის,” – განაცხადა ქუმსიშვილმა.

Visited 260 times, 1 visit(s) today