სამცხე-ჯავახეთის მხარეში ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია

სამცხე-ჯავახეთის მხარეში ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე დილიდან საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 6 აპრილი ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

Visited 349 times, 1 visit(s) today