სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 სპეც-მანქანა გადაეცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5 სპეც-მანქანა გადაეცა. ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე და მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი დაესწრნენ. 2 ავტომობილი ასპინძის, 2 – ახალქალაქის, ხოლო 1 – ნინოწმინდის რაიონულ სასწრაფოში განაწილდება. ევროსტანდარტების მიხედვით, სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილების საშუალებით ყველა პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა შესაძლებელი. ავტოტრანსპორტი ყველა სირთულის რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვალისწინებული და მისი საშუალებით, სამედიცინო დახმარების მიწოდება ყველაზე მიუდგომელ ადგილებშიც კი, შეუფერხებლად განხორციელდება. 4 სპეც-მანქანა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ, ხოლო 1 – ჯანდაცვის სამინისტრომ გადასცა. მანქანების განაწილება რეგიონში პირველადი-გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

Visited 208 times, 1 visit(s) today